The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დალი გიორგის ასული ტაბატაძე

დალი გიორგის ასული ტაბატაძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:გინეკოლოგი

ბიოგრაფია

მეან-გინეკოლოგი, ქირურგი

   დაიბადა 1948 წლის 22 აპრილს, ჭიათურის რაიონის სოფელ ჯალაურთაში.

   1955 წელს შევიდა ქარელის მეორე საშუალო სკოლაში, რომელიც 1966 წელს დაამთავრა ოქროს მედალზე. 1966-1967 წლებში მუშაობდა ქარელის პიონერთა ხელმძღვანელად. 1967-1968 წლებში სწავლობდა რუსეთში, ქალაქ იჟევსკში.

   1968 წელს ჩააბარა ყაზახეთის ქალაქ სემიპალატინსკის (ახლა-სემეი) სამედიცინო ინსტიტუტში (შემდგომში-სემეის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), სადაც ამავდროულად იყო სტუდ-დეკანი. ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა 1974 წელს.

   1974-1975 წლებში მუშაობდა დაბა აგარაში, ქალთა კონსულტაციის მეან-გინეკოლოგად და ამბულატორიის ექიმ-თერაპევტად.  

   1976 წელს, პროფესორ ზურაბ ჭილაძის ხელმძღვანელობით, გაიარა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, პირველი სამშობიარო სახლის ბაზაზე, მეან-გინეკოლოგიის განხრით.

  1976-2015 წლებში მუშაობდა ქარელის რაიონული საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში, მეან-გინეკოლოგად. 1995-2000 წლებში ასწავლიდა მეანობა-გინეკოლოგიას ქარელის სამედიცინო კოლეჯში. 2010-2015 წლებში იყო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. განყოფილებაში მუშაობის პერიოდში გაიარა კვალიფიკაცია ოპერატიულ გინეკოლოგიაში, სეფსისის მკურნალობის დარგსა და რეპროდუქტოლოგიაში. უმკურნალა და გაუწია დახმარება ათასობით პაციენტს რაიონის მასშტაბით, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.