The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნანა სერაფიონის ასული შავლაძე

ნანა სერაფიონის ასული შავლაძე
Date of birth:9 July, 1936
Date of death:5 September, 2003  (at 67 years)
Category:Toxicologist

Biography

დაბადების ადგილი: საქართველო, ქ.თბილისი 

1958 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი) ბიოლოგიის ფაკულტეტი, ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა განხრით. იყო დიდი ქართველი ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის მოსწავლე.

1959 წელს მუშაობა დაიწყო ნიკოლოზ მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. იყო მედიკო-ბიოლოგიური ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი. 1960-1966 წლებში იმავე ინსტიტუტში მუშაობდა სამხედრო ტოქსიკოლოგიის მიმართულებით. იყო ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სწავლობდა ქიმიური ნაერთების ტოქსიკოდინამიკას, მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების განვითარების მექანიზმს.

1974 წლიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

1976-1996 წლამდე ხელმძღვანელობდა ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიას, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ტოქსიკოლოგიის მიმართულებით. მუშაობდა შხამების ორგანიზმში განაწილების, აკუმულირების და გამოყოფის საკითხებზე. სწავლობდა მათ მოქმედებას შორეულ შედეგებზე. ადგენდა შხამების ზღვრულად დასაშვებ დოზებსა და კონცენტრაციებს სამუშაო ზონის ჰაერში.

მისი სადისერტაციო ნაშრომის კვლევის მასალები - ,,ზოოკუმარინის ტოქსიურობა და ტოქსიკოდინამიკა’’ შეტანილია 1976 წელს გამოცემულ საერთაშორისო მვლევარში ქიმიკოსთა, ინჟინერთა და ექიმთათვის (გამომცემლობა ,,ქიმია’’ლენინგრადის განყოფილება) ,,მავნე ნივთიერებები წარმოებაში’’ ტომიⅡ ,,ორგანული ნივთიერებები’’  გვ. 442-443; თემა- ზოოკუმარინი (α-აცეტონილბენზილი)-4-ჰიდროქსიკუმარინი, ვარფარინი)], სადაც მოცემული ანტიკოაგულანტის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 0,01 მგ/მ3  ნ. შავლაძემ საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით, მოახდინა შეთავაზება და ჩაანაცვლება ნივთიერების 0,001 მგ/მ3 კონცენტრაციით.

ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის.

იყო ექსპერიმენტული ტოქსიკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

Member of Organizations

  • ნიუ-ორკის მეცნიერებათა აკადემიa, საპატიო წევრი (1997-)