| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლევან ქარაზანაშვილი![]()
ბიოგრაფია1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1995 - 2000 წლებში სწავლობდა და მუშაობდა ბაკულევის გულ - სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრში. პარალელურად, 1998 - 2002 წლებში ტორინოს უნივერსიტეტის სამედიცინო / ქირურუგიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2003 - 2014 წლებში „San Gaudenzio Novara“-ში მინი ინვაზიური კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ. 2014 - 2018 წლებში კი ხელმძღვანელობდა ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკა “ჰელსიკორის” - კარდიოქირურგიულ დეპარტამენტს. ამჟამად, თავის გუნდთან “Cardio Life”-თან ერთად ოპერაციებს ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ატარებს. ამავდროულად, ქირურგიულად მკურნალობს პაციენტებს ბათუმსა და ქუთაისშიც. საქმიანი ურთიერთობა აქვს ევროპის წამყვან კლინიკებთან, რომლებიც მას პერიოდულად იწვევენ განსაკუთრებული სირთულის ოპერაციების გასაკეთებლად. ლევან ქარაზანიშვილისა და მისი გუნდის მიერ წელიწადში ჩატარებული ოპერაციების რიცხვი საშუალოდ 450-ს უდრის. საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

