The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბიძინა ნანეიშვილი

ბიძინა ნანეიშვილი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:1993  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

1942-1945წწ. იყო მოქმედ არმიაში ლეგიონის უფროს ექიმად; 1947 წლიდან მუშაობდა საქ. სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიატრიის ინსტიტუტში; 1953-1968წწ. იყო თავის ტვინის ნატიფი პათომორფოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1968 წლიდან  დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962),  პროფესორი (1963). იკვლევდა ფსიქოზთა პათომორფოლოგიის საკითხებს; ფსიქიატრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-1993)
  • საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია