| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ნანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. იყო ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი; ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი; მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. არის ერთი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობანი პარანოიდული შიზოფრენიის დროს", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აფექტური აშლილობანი შიზოფრენიის დროს", დაიცვა 1994 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

