| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნუგზარ ნარსია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1977წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი; 1977-1984წწ. თბილისის კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1984-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან ასისტენტი, დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკის თავისებურებანი და მისი დარღვევის კომპენსაციის მექანიზმები მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობასა და რეაბილიტაციის სხვადასხვა ეტაპზე", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკის, ჰორმონალური სტატუსის თავისებურებანი და სისხლის მიმოქცევის დარღვევის კომპენსაციის მექანიზმები გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმების გლიკოზიდებით, პერიფერიული ფაზიდილატიცირებითა და სიმპტომატური საშუალებებით მკურნალობის ფონზე", დაიცვა 1993 წელს.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

