The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მზევინარ ნარსია

მზევინარ ნარსია
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

სწავლობდა უკრაინის ფრანკოვსკის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე (1969–74), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს.

1975–1981წწ. მუშაობდა თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის III კლინიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში; 1981 წლიდან უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის უროგინეკოლოგიური დაავადებებისა და ორსულობის პერიოდში უროლოგიური გართულებების დიაგნოსტიკისა და პროგნოზირების პრობლემებზე. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობის დროს პლაცენტის ლოკალიზაციის გავლენა ზემო საშარდე გზებში ობსტრუქციული ცვლილებების განვითარებაზე", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი
    მისამართი:თბილისი, წინანდლის ქ. 27
    ტელეფონი:568 12 36 36