The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გულნარა ნასიძე

დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1917  (108 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1939 წელს.

1945–1952წწ. მუშაობდა ბორჯომში 14–56–ე ევაკოჰოსპიტალში; 1942–1945წწ. იყო ბორჯომის მუშათა უბნის პოლიკლინიკის პედიატრი; 1945–1952წწ. თბილისის ბავშვთა მე–9 პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1953–1954წწ. მუშაობდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ კლინიკაში; 1955–1960წწ. თბილისის რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოში; 1960–1992წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 63 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვებში სისხლის შრატში გლიკოპროტეიდების ცილების კომპლექსური გამოკვლევის მნიშვნელობა რევმატიზმის დროს", დაიცვა 1965 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის პედიატრთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"
  • 1964 - საქართველოს დამსახურებული ექიმი