The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთევან ნატმელაძე

დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ენდოკრინოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1981წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ენდოკრინოლოგიაში; 1981 წლიდან არის აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური კლინიკის ორდინატორი. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლების ეხება უნაყოფობის ენდოკრინული მიზეზების კვლევის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხებს. ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ადრენოგენიტალური სინდრომის აშლილი ფორმების დროს", დაიცვა 1991 წელს.