| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ნატრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1975წწ. გაიარა ფსიქიატრიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა; 1976 იყო ამავე კლინიკის ლაბორანტი; 1976–1983წწ. ბავშვთა V რესპუბლიკური და II საავადმყოფოს ნერვული განყოფილებების ექიმი; 1983–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1987–1996წწ. დოცენტი; 1996 წლიდან ამავე კათედრის გამგე. არის საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიური ცენტრის დირექტორი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ცენტრის კონსულტანტი, პედიატრიული კლინიკის ნერვული განყოფილების გამგე. ავტორია 74 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ნევროლოგიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტიკოზური ჰიპერკინეზის დიფერენციული დიაგნოსტიკა ბავშვებში", დაიცვა 1985 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

