The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დოდო ნაფეტვარიძე

დოდო ნაფეტვარიძე
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუამთა, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1972-1976წწ. იყო ბოლნისის რაიონული საავადმყოფოს ექიმი; 1976-1979წწ. თერაპიის  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაირა ორდინატურა, 1979-1994წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის და ინფარქტის განყოფილების ექიმი. 1994 წლიდან არის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის ინფარქტის პრობლემებს. 2004-2013 – ექიმი კარდიოლოგი.
– აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. 2013 – ექიმი კარდიოლოგი.
– კარდიოქირურგიული კლინიკა ,, ღია გული’’.  
კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროენდოკრინული  სისტემის ფუნქციური მდგომარეობა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
    მისამართი:თბილისი, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა, N47 ( თემქა)
    ტელეფონი:032 2 14 66 52