| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ნაცვლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1960წწ. მუშაობდა მოსკოვში, ქირურგიის ინსტიტუტსა და I სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრაზე, ამავე პერიოდში 4 წლის განმავლობაში იყო ბელორუსიის სამხედრო ოლქის სამხედრო ზურგის ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი; 1960–1968წწ. მუშაობდა თბილისის ქირურგიის ინსტიტუტში. 1968 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 156 სამეცნიერო ნაშრომის და 5 მონოგრაფიის. მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულმკერდის აორტოგრაფიის საკითხები", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აორტის და მაგისტრალური არტერიების რენტგენო–კონტრასტული გამოკვლევების მეთოდები", დაიცვა 1967 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

