| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ესფირ ნაციაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ორდინატორი ტროპიკოლოგიის განხრით; 1956–1972წწ. ქალაქის სადეზინფექციო სადგურის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1972–1980წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრის ექიმი–იმუნოლოგი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის იმუნოლოგიის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 147 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. სამუშაოდ იმყოფებოდა გერმანიაში, ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრსა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში. მონაწილეობდა ქოლერის ეპიდემიის ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციაში, მოხსენებით გამოდიოდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფორუმებზე. იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაწლავური ინფექციის კერებში დეზინფექციის ხარისხის ბაქტერიოლოგიური კონტროლი", დაიცვა 1972 წელს. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

