The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლალი ნებიერიძე

ლალი ნებიერიძე
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1948  (78 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი, პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1978წწ. იყო 29-ე პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1978-1987წწ. ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური  საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი, 1987-1994წწ. ექიმი-ორდინატორი, 1994 წლიდან განყოფილების გამგე, 1990 წლიდან ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის პედაგოგი. ავტორია 11 საამეცნიერო ნაშრომისა ბავშვთა ინფექციოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ბავშვთა ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.  

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალიკრეინ-კინინური სისტემის მაჩვენებლების დინამიკა მწვავე ნაწლავური და რესპირატორული ინფექციებით დაავადებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ინფექციონისტთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო
    მისამართი:თბილისი, ს. ჩიქოვანის ქ. 14
    ტელეფონი:(995 32)2 36 34 65; 577 00 71 11