The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერაბ ნებიერიძე

დაბადების თარიღი:26 მაისი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს; მოსკოვის საერთაშორისო სუ–ჯოკ აკადემია 1989 წელს.

1967–1970წწ. იყო ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1970–1972წწ. ჩაჩავას სახელობის მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–პათომორფოლოგი; 1972–1986წწ. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენეტიკური ფუნქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; 1984–1988წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრის დოცენტი; 1987–1995წწ. სამკურნალო ფირმა "ქორწინება და ჯანმრთელობა" –ს დირექტორი. 1998 წლიდან სუ–ჯოკ თერაპიის ცენტრის დირექტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "К патогенезу поражения серповидного отростка у новорожденных детей", დაიცვა 1982 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აქართველოს კარატეს ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • სუ–ჯოკ აკუპუნქტურისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია