The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნატალია ნებიერიძე

ნატალია ნებიერიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1953  (73 წლის)
კატეგორია:ბიოქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი ბიოქიმიის სპეციალობით 1975 წელს.

1975-1977წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ენზიმოლოგიის უფროსი ლაბორანტი; 1978-1992წწ. პროფესორ ანდრო ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბიოქიმიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2005წწ. ამავე ინსტიტუტში ბიოქიმიური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განყოფილების ბიოქიმიკოსი, ექიმი-ლაბორანტი (2005 წლიდან დღემდე); მიენიჭა ექიმი-ლაბორანტის უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია (1992); არის 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მისი კვლევები ეხება ონკოლოგიური პაციენტების ჰორმონალური სისტემის, ესტროგენ-რეცეპტორების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების კვლევას. ბიოქიმიკოსი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ლაბორანტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1991), ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2007).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოფიზი - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი - სასქესო ჯირკვლების სისტემის ფუნქციური მდგომარეობა ლიმფოგრანულომატოზიანი ავადმყოფების სხივური (კომპლექსური) წამალმკურნალობისას", დაიცვა 1991 წელს (ქ. ლენინგრადი, რენტგენო-რადიოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი).