The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამარ ნემსაძე

დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1968  (57 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1992 წელს.

1992-1993წწ. იყო თბილისის მე-9 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ინტერნი; 1994 წლიდან სამედიცინო აკადემიის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ამავე ინსტიტუტის ფასიანი ფაკულტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი და თბილისის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიულ-სტომატოლოგიური კათედრის ასისტენტი. ავტორია 9 სამეცნიერო ნაშრომისა, აქვს ერთი საავტორო მოწმობა გამოგონებასა და პატენტზე. ყბა-სახსრის ქირურგი, სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰელიუმ-ნეონის ლაზერის გამოყენება ფერად ანტისეპტიკებთან ერთად ყბა-სახის მიდამოს ჩირქოვან-ანთებითი პროცესების კომპლექსურ მკურნალობაში".