The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ქეთევან ნემსაძე

ქეთევან ნემსაძე
Date of birth:1 July, 1949
Date of death:21 October, 2024  (at 75 years)
Category:Pediatrist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1994-1999წწ. - საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი პედიატრი; 1996-2011წწ. - მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის პროექტის "ჯანმრთელი ბავშვი და უსაფრთხო დედობა", თანაკოორდინატორი; 2002-2005წწ. - გაეროს ბავშვთა ფონდი რეგიონალური ქსელი ბავშვებისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში (NGO/UNICEF Regional Network for Children of CEE/CIS and Baltic States), ორი ვადით არჩეული პრეზიდენტი; 1996-2007წწ. - მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის გენერალური დირექტორი; 2007-2010წწ. - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის დირექტორი; 2010-2014წწ. - მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დირექტორი; 2014 წლიდან - გლობალმედის პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მონაწილეობა 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელთა დიდ ნაწილში იყო მოწვეული სპიკერი ან საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 30-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორი, ასევე 2 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს  ჯილდო "ესკულაპი", წლის საუკეთესო ექიმი (2006), საპატიო ჯილდო "ოქროს ფონენდოსკოპი" (საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია, 2018). ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1997).  

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უჯრედული და ჰემორული იმუნიტეტის მდგომარეობა ახალშობილთა სტაფილოკოკური სეფსისის დროს", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ახალშობილი და ჩვილი ასაკის სეფსისით შეპყრობილ ბავშვთა საცნაურსაყოფი კრიტერიუმები და მკურნალობის ინტენსიფიკაცია", დაიცვა 1993 წელს.

Member of Organizations

  • "მსოფლიო სამიტი ბავშვებისათვის"(ნიუ-იორკი) საორგანიზაციო კომიტეტი, წევრი (2001-2002)
  • პედიატრთა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი
  • პედიატრთა და ოჯახის ექიმთა ასოციაცია "კლარიტასი XXI"-ის საბჭო, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-)
  • ძუძუთი კვების აკადემია (აშშ), საპატიო წევრი

Bibliography