The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რუსუდან ნიკოლაიშვილი

რუსუდან ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1952  (74 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1976წწ. მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური საავადმყოფოს ნერვულ განყოფილებაში; 1976–1978წწ. იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1978–1986წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის ეპილეფსიის დიაგნოსტიკის, კლინიკა-ელექტროფიზიოლოგიის და მკურნალობის საკითხებზე. ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტრაციის თემა - "ეპილეფსიური და არაეპილეფსიური პაროქსიზმების დიფერენციალურ-დიაგნოსტიკური კრიტერიუმები", დაიცვა 1986 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ეპილეფსიის აკადემია, წევრი
  • ეპილეფსიის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ლიგა, წევრი