| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ირმა ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოჭი. დაამთავრა სამარის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1994 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 2001 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე "ლეჩკომბინატში". წლების მატებასთან ერთად იმაღლებდა კვალიფიკაციას და სამედიცინო განათლებას კარგად უხამებდა ადამიანთა მკურნალობის ხალხურ მეთოდებს, რასაც მას ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციებიც უწყობდა ხელს. 2007 წელს ქ. თბილისში გახსნა სამკურნალო კლინიკა, რომელსაც დედის საპატივსაცემოდ "ლილი რატიანის კლინიკა" დაარქვა. ამ კლინიკაში შესაძლებელია ავადმყოფისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა, სამკურნალო პროცედურების ჩატარება და ძვალ-სახსრის დაავადებათა მკურნალობა უნიკალური მეთოდებით, დაფუძნებული ტრადიციული მცენარეული მალამოებისა და თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენებით.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

