The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლუბა ნიჟარაძე

ლუბა ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1927
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 2013  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს. 

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ექიმ-თერაპევტად. 1957-1976წწ. მუშაობდა ამავე საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტად, ინფექციური განყოფილების გამგედ, 1976 წლიდან მთავარი ექიმის მოადგილედ. 15 წლის განმავლობაში არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატად. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან, საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე, იყო ამ მოძრაობის აქტიური წევრი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1974 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
    მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • ლენინის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი