The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ციალა ნიჟარაძე

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1929  (97 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1954წწ. იყო ტყიბულის რაიონის პედიატრი; 1954-1958წწ.  რაიონის საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ორდინატორი; 1958-1961წწ. სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1961-1973წწ. ამავე კათედრის ლაბორანტი, 1973 წლიდან აღნიშნული კათედრის ასისტენტი. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომისა. კურირებდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის სამკურნალო მუშაობას. არის თანავტორი პროფესორ ქერქაძის რედაქციით გამოსული სახელმძღვანელოსი -"პედიატრია"(1995). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის ზოგიერთი მორფოლოგიური, სეროლოგიური და ზოგიერთი ცვლილებების საკითხისათვის მელოგინე ქალებში და ახალშობილებში ABO შეთავსების მიხედვით".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი