The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა ნონიკაშვილი

დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1955  (71 წლის)
კატეგორია:თერაპევტი, იმუნოლოგი, პულმონოლოგი, ფტიზიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980–1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983–1985წწ. ამავე კათედრის ასპირანტი; 1986 წლიდან აღნიშნული კათედრის ასისტენტი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის. ფტიზიატრი–პულმონოლოგი, კლინიკური იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინდივიდუალიზირებული იმუნოთერაპია ნატრიუმის ნუკლეინატით ფილტვების დესტრუქციული ტუპერკულოზის კომპლექსურ მკურნალობაში", დაიცვა 1993 წელს.