The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ომარ ობგაიძე

დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1941  (84 წლის)
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანანური, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970–1972წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის შინაგან ჯარში სამედიცინო პუნქტის უფროსად; 1972 წლიდან ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ–ლაბორანტად; 1991–1995წწ. ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიისა და ორთოპედიის კათედრის ასისტენტად. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის და ორი რაციონალიზატორული წინადადების. ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახსახრგარეთა ოპერაციები ბავშვთა ასაკში ბარძაყის თანდაყოლილი ქვემოამოვარდნილობის დროს", დაიცვა 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ტრავმატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი