The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით ოთიაშვილი

დავით ოთიაშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:ნარკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა ფსიქიატრის კვალიფიკაცია.

ათი წლის მანძილზე მუშაობდა ექიმ-ნარკოლოგად ნარკოლოგიურ კლინიკაში; 2003-2004წწ. ეუფლებოდა წამალდამოკიდებულების კვლევის მეთოდებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (ბალტიმორი, აშშ); 2007-2013წწ. სწავლობდა დოქტორანტურაში კარლის უნივერსიტეტში (პრაღა); 2014 წელს დაიცვა მეცნიერების დოქტორის ხარისხი (PhD) ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში პრაღის კარლოვი უნივერსიტეტში. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის წამალდამოკიდებულების პრობლემის კვლევა და დარგის სპეციალისტებისათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მიწოდება. არის ილიას უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მიწვეული ლექტორი. აქტიურად მონაწილეობს ნარკოპოლიტიკის ცვლილების საადვოკაციო საქმიანობაში; არის საქართველოს პარლამენტის ლობისტი; საქართველოს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრი, სადაც წარმოადგენს არასამთავრობო სექტორს. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ნარკოტიკების მოხმარების დარგში ქცევითი, კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევები. ექიმი-ნარკოლოგი.

ბიბლიოგრაფია