The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ვაჟა ოკუჯავა

ვაჟა ოკუჯავა
Date of birth:25 February, 1930
Date of death:17 March, 2011  (at 81 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Physiologist/Physiotherapist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1961-2000 წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე; 1973-1975 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი მეცნიერების დარგში; 1975-1980 წწ. მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემკოს-მდივანი; 1978-1988 წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიის და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1980-1985 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1993-1997 წწ. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის ნევროლოგიური ელექტროდიაგნოსტიკის განყოფილების გამგე; 2000-2006წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. არის 250 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ნეიროფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიური აქტივობის ძირითადი ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები", დაიცვა 1966 წელს. 

Member of Organizations

  • ეპილეფსიის ევროპული აკადემია(EUREPA), წევრი (1998-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-2010)
  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1975-)
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია(IBRO), წევრი (1962-)

Awards and Honors

  • 1999 - ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია
  • 1981 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
  • 1981 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი