The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაია ოკუჯავა

დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს.

1992–1994წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994–1995წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტტთან არსებული სამეცნიერო სადისერტაციო საბჭოს მდივანი; 1998 წლიდან არის "ტასისის" სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მენეჯმენტის პროგრამის ექსპერტ-კონსულტანტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. "იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს" ეგიდით გაიარა საავადმყოფოთა ადმინისტრაციების კურსები იაპონიის "ჯანდაცვის ორგანიზაციის ეროვნულ ინსტიტუტში". კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დილზემის მოქმედების მექანიზმები, ექსპერიმენტული შესწავლა და ამ პრეპარატით მკურნალობის ოპტიმიზაციის ზოგიერთი კლინიკურ ფარმაკოლოგიური ასპექტი", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოება, წევრი