The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნათელა ოკუჯავა

ნათელა ოკუჯავა
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1923  (102 წლის)
კატეგორია:პულმონოლოგი, ფტიზიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1959წწ. - კურორტ აბასთუმნის სანატორიუმ "ზეკარი"-ს ექიმი-ორდინატორი; 1959-1963წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიის კათედრის ასპირანტი; 1963-1981წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1981-1995წწ. - დოცენტი; 1995 წლიდან - აღნიშნული კათედრის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 39 სამეცნიერო ნაშრომი ტუპერკულოზის პათოგენეზის, იმუნოგენეზის, კლინიკის, და სოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე. ექიმი-ფტიზიატრ-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური მდგომარეობა ფილტვის ტუპერკულოზით დაავადებულებში", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტუპერკულოზის პათოგენეზის და იმუნოგენების თანამედროვე ასპექტები და პლაფერონის როლი ფილტვის დესტრუქციული ტუპერკულოზით დაავადებულთა კომპლექსურ მკურნალობაში", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტუპერკულოზთან და ფილტვის დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირი, წევრი
  • საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ტუპერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის სამუშაო ჯგუფი, წევრი