The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნათელა ოკუჯავა

ნათელა ოკუჯავა
Date of birth:21 October, 1964  (61 years)
Category:Neurologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1988წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილრბის ინტერნი; 1989-1991წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1991-1992წწ. - კათედრის ასისტენტ-სტაჟიორი; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; ეპილეპტოლოგიის პრობლემებზე საერთაშორისო და ეროვნულ წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები; თანამშრომლობს  უცხოეთის წამყვან ეპილეფსიის ცენტრებთან; რეგულარულად მონაწილეობს მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში; 1998 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის II ხარისხის სტიპენდიანტი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიის ელექტროფიზიოლოგიურ გამოვლინებათა  და მკურნალობის ზოგიერთი თავისებურებები პუბერტაციულ პერიოდში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა და მოზარდთა ეპილეფსია: კლინიკური, ელექტროენცეფალოგრაფიული და თერაპიული ასპექტები", დაიცვა 2002 წელს.

Member of Organizations

  • ასოციაცია "ეპილეფსია და გარე სამყარო", წევრი
  • ევროპის ეპილეფსიის აკადემია, წევრი
  • ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგა, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი

Contacts Information

  • Business
    ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
    Address:თბილისი,ჭავჭავაძის გამზ. 33
    Phone:(995 32) 221 44 00