| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ირინე ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1961-1972წწ. გ. ტარსაიძის სახელობის თვალის სნეულებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1972-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი, 1988 წლიდან დოცენტი. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომისა გლაუკომის, ბადურის დისტროფიის, თვალის სისხლძარღვთა დაავადებების, ოფთალმოენერგომიკისა და ოფთალმოგერიატრიის პრობლემებზე. ხელმძღვანელობს კლინიკური ორდინატორებისა და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვალის სისხლის მიმოქცევის შესწავლა რეოგრაფიული მეთოდით ჰიპერტონული დაავადების, შაქრიანი დიაბეტისა და ბადურის თრომბოჰემორაგიული დაავადებების დროს კარდიოდინამიკასა და ცერებრალური სისხლის მომოქცევასთან კომპლექსში". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

