The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მიხა ონიანი

მიხა ონიანი
ოფიციალური სახელი:გოგი ონიანი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მელეში, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1988წწ. მუშაობდა ლენტეხის რაიონის ჟახუნდრის საუბნო საავადმყოფოს ჯერ ქირურგად, ხოლო შემდეგ ამ საავადმყოფოს მთავარ ქირურგად. 1988-1990წწ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაიარა კლინიკური ორდინატურა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური და პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. ორდინატურის გავლის შემდეგ ოთხი წელი გარდაბნის რაიონში იმუშავა მთავარი ქირურგის თანამდებობაზე, 1994-2002წწ. დაბრუნდა ლენტეხის რაიონში მთავარ ქირურგად. 2002-2005წწ. იყო ლენტეხის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე. 2006 წლიდან დაინიშნა ლენტეხის რაიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის რაიონული ცენტრის დირექტორად.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
    მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის