| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ქეთევან ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი სპეციალობით სამკურნალო საქმე 1984 წელს; ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქალაქის I საავადმყოფო ინტერნატურა, სპეციალობა: თერაპია (1984-1985); ქ. მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რევმატოლოგიის ინსტიტუტი კლინიკური ორდინატურა, სპეციალობა: რევმატოლოგია (1988-1990); საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია საქართველო მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა (2003); ქ. მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რევმატოლოგიის რუსეთი ინსტიტუტი სახსრების დაავადებათა (ანთებითი და არაანთებითი) ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აკადემიური პროგრამა (2006); The European League Against Rheumatism (EULAR) თურქეთი სახსრების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ბაზისური კურსი (2016). 1985-1988წწ. ქ. რუსთავის მედ. სან. ნაწილი თერაპევტი; 1990 წლიდან ქ. თბილისის აკად. ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი რევმატოლოგი, სახსრების ულტრაბგერითი კვლევის სპეციალისტი; 2009 წლიდან ავერსის ცენტრალური კლინიკის ექიმი რევმატოლოგი, სახსრების ულტრაბგერითი კვლევის სპეციალისტი; 2009 -2012წწ. ოჯახის კლინიკა (BCI-ალდაგი) ექიმი რევმატოლოგი; იგი მრავალი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორია, რომელიც რეგულარულად იბეჭდება სამედიცინო მიმართულების ჟურნალებსა და გამოცემებში; აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და მედიცინის მეცნიერთა შეხვედრებში. მედიცინის დოქტორი (2002). სადოქტორო დისერტაციის თემა – "სახსრების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ანთებითი და არაანთებითი რევმატიული დაავადების დროს", დაიცვა 1988 წელს. საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

