The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ჯემალ ონიანი

ჯემალ ონიანი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1964 წელს.

1964–1967წწ. იყო გორკის ოლქის შახუნიის რკინიგზის საკვანძო საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე; 1967–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის ასპირანტი; 1970–1992წწ. კათედრის ასისტენტი; 1992 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან თბილისის სამკურნალო ფუნქციონალურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ბავშვთა N2 კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ახალშობილთა ნეკროზული ფლეგომონა", დაიცვა 1972 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია