The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეთერ ონიაშვილი

ეთერ ონიაშვილი
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1919
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1983  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1941-1944წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ჯერ ექიმი-ორდინატორი, 1944-1950წწ. უფროსი ლაბორანტი, 1950-1958წწ. კათედრის ასისტენტი, 1958-1961წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის ასისტენტი, 1961-1996წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის) ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრის ასისტენტი. რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პრაქტიკოსი ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1956).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩვილ ბავშვთა ასაკში პნევმონიის პათოგენეზისა და კლინიკის შესწავლა", დაიცვა 1956 წელს.