| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გიორგი ორხელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი 1965 წელს. 1967–1969წწ. იყო ბაქოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ანესთეზიოლოგი; 1969–1972წწ. მოსკოვის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის განყოფილების ასპირანტი; 1973-1978წწ. თბილისის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1984წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1990წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის კლინიკური განყოფილების გამგე; 1981-1993წწ. ექიმი-კონსულტანტი ანგოლის სახალხო რესპუბლიკაში; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კატასტროფების მედიცინის განყოფილების გამგე; 1988 წლიდან კატასტროფების მედიცინის ცენტრის ექიმი-კონსულტანტი. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომის, მეთოდური რეკომენდაციების. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კატასტროფების მედიცინის სამეცნიერო განყოფილების შექმნა. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატრიუმის ოქსიბუტირატის გამოყენებით ინტრავენური კომბინირებული ანესთეზია ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში", დაიცვა 1972 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

