| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გელა ორველაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს. 1986-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ სნეულებათა N1 კათედრაზე გაიარა კლინიკური ორდინატურა (ხელმძღვანელი პროფესორი თენგიზ ახმეტელი); 1988 წლიდან გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ქირურგია, 2004 წლიდან სს გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი; 1997-2004წწ. გურჯაანის რაიონის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. ავტორია 3 ნაბეჭდი მეცნიერული ნაშრომისა ქირურგიაში; მიღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატი შემდეგ სპეციალობებში: საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში, ზოგად ქირურგიაში, ბავშვთა ქირურგიაში, სასამართლო მედიცინაში, პათოლოგიურ ანატომიაში, კლინიკურ პათოლოგიაში. სრულიად საქართველოს მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაციამ 2006 წელს დააჯილდოვა დამსახურებული მედიკოსის მედლით. "ჯეო ჰოსპიტალსის" გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ექიმი - ქირურგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

