The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გივი ორჯონიკიძე

გივი ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1923
გარდაცვ. თარიღი:26 ნოემბერი, 2001  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, ქ. თბილისი
კატეგორია:ონკოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1945წწ. იყო 5245-ე საველე ქირურგიული ჰოსპიტლის ქირურგი; 1946-1961წწ. ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგის მოადგილე; 1961-1963წწ. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის თორაკალური განყოფილების ხელმძღვანელი; 1963-1972წწ. კალინინის სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი; 1972 წლიდან მუშაობს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში. ავტორია 147 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ონკოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ენდოსკოპიის მნიშვნელობა ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენდოსკოპიის მნიშვნელობა ფილტვის ქირურგიაში", დაიცვა 1965 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი