The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გივი ორჯონიკიძე

გივი ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:17 ივნისი, 1989  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1989წწ. იყო ბორჯომის რაიონის საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, პარალელურად მუშობდა ბორჯომის სასწრაფო დახმარების ექიმ-ქირურგად და ონკოლოგად; გაიარა კვალიფიკაცია ქირურგიაში; წლების მანძილზე მუშაბდა პედაგოგად ბორჯომის სამედიცინო სასწავლებელში; დაჯილდოებული იყო უამრავი მადლობითა და საპატიო სიგელით. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო კომისიის მიერ მინიჭებული ჰქონდა ექიმი-ქირურგის კატეგორია ონკოლოგიაში (1974).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბორჯომის რაიონის სამხედრო კომისარიატის წვევამდელთა კომისია, წევრი
  • სოცუზრუნველყოფის სამედიცინო კომისია, თავმჯომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"