The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზაირა ორჯონიკიძე

დაბადების თარიღი:5 მარტი, 1935  (91 წლის)
კატეგორია:მიკრობიოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1981წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981-1987წწ. ასისტენტი; 1987 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის. ატარებს კონსულტაციებს რესპუბლიკის ექიმ–ბაქტერიოლოგებთან. მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაღვლის გამომტანი გზების ქრონიკული ანთებითი პროცესების ეტიოლოგიური სტრუქტურა და ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობის ამაღლების მეთოდების შემუშავება", დაიცვა 1980 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო აკადემიის ვეტერანთა საბჭო, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - შრომის ვეტერანი