| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამარ ოქროპირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1988 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. 1981-1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პრეპარატორი; 1988-1989წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი; 1989-1994წწ. თბილისის №3 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი; 1994-1995წწ. თბილისის №9 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი; 1995-1997წწ. სდასუს სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი; 1997-2002წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან საასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2004-2009წწ. თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი, 2010-2017წწ. ამავე პროგრამის დირექტორი; 2013 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების მოწვეული პროფესორი; მონაწილეობას ღებულობს სამეცნიერო საგრანტო პროექტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში; არის აკრედიტებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის კოორდინატორი სათაურით "ოსტეოპლასტიური მასალების გამოყენება პაროდონტოლოგიაში"; 91 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათგან - 4 სახელმძღვანელო, 2 პატენტი, 3 საავტორო უფლება, რომელთაგან ერთი არის სასწავლო კომპიუტერული პროგრამა სტუდენტებისათვის თერაპიულ სტომატოლოგიაში, რეფერირებად ჟურნალებში დაბეჭდილია 42 სამეცნიერო ნაშრომი; 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 9 საკანდიდატო დისერტაციის ოპონირება, ექსპერტიზა, რეცენზირება. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიოდონტიტების მკურნალობა ლაზერის სხივების გამოყენებით", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ოსტეოგენეზის მასტიმულირებელი საშუალებებისა და პლაზმური თერაპიის გამოყენება პერიოდონტიტებისა და პაროდონტიტის კომპლექსურ მკურნალობაში და მათი თერაპიული ეფექტების მორფოფუნქციური კორელაცია", დაიცვა 2004 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

