The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სოფიო ოქროპირიძე

სოფიო ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1996  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დისევი, გორის რაიონი.

დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი 1941 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების მომენტისათვის ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი და ამიტომ, იგი როგორც მედიცინის სპეციალისტი, ფრონტზე არ გაიწვიეს და სამუშაოდ მიავლინეს გორში ევაკუირებულ სამხედროთა ჰოსპიტალში მედდის თანამდებობაზე. თითქმის 50 წელი იმუშავა გორის სამედიცინო დაწესებულებებში და ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი საქმის ცოდნით, ერთგულებით, პაციენტებისადმი თბილი და უანგარო დამოკიდებულებით და ადამიანებისადმი კეთილი განწყობით. ყოფილა შემთხვევები, რომ უფროსი კოლეგების მიერ დაშვებული უნებური შეცდომებიც გამოუსწორებია თავისი დიდი პრაქტიკული გამოცდილების წყალობით და თბილისიდან სასწრაფოდ და საგანგებოდ ჩამოყვანილი პროფესორების მადლობაც დაუმსახურებია კვალიფიციური პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად და ხარისხიანად ჩატარებისათვის. მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინახანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის, ასევე ომის წლებში გამოჩენილი თავდადებისა და შრომისათვის მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო: შრომის პირველი ხარისხის დიპლომი, სოცშეჯიბრში გამარჯვებულის სიგელები და დიპლომები, პრემიები და მადლობები. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"