The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



თამარ ოჩიგავა-გზირიშვილი

თამარ ოჩიგავა-გზირიშვილი
Legal name:თამარ ოჩიგავა
Date of birth:4 September, 1904
Date of death:21 January, 1993  (at 88 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Urologist, Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1928 წელს სტაჟიორად დატოვეს ქ. თბილისის სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკაში; და 1931-1932წწ. მუშაობა დაიწყო ექიმად პროფესორ გრიგოლ მუხაძის ხელმძღვანელობით; 1932-1933წწ. იყო წალკის რაიონის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური და სამეანო განყოფილების გამგე და მეორე დასტაქარი; 1933-1934წწ. ქ. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მეორე დასტაქარი და დედათა და ბავშვთა კონსულტაციის გამგე და მეორე დასტაქარი; 1934-1935წწ. ტყიბულის რაიონული საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე და მეორე დასტაქარი; 1935- 1939წწ. თბილისის მე-9 პოლიკლინიკის ქირურგი; 1940-1941წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური უროლოგიური განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1941-1942წწ. აქვე- უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1941-1942წწ. პარალელურად იყო კონსულტანტი ორ ჰოსპიტალში; ცენტრალური-კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური კაბინეტის გამგე (1946 წლიდან). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1950); 1948-1951წწ. თბილისის მე-9 პოლიკლინიკის ექიმი კონსულტანტი-უროლოგი; 1951-1982წწ. მეოთხე მთავარი სამმართველოს პოლიკლინიკის უროლოგი და კონსულტანტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორისაა ორი მონოგრაფია, რამდენიმე საგაზეთო სტატია. დაჯილდოებულია მრავალი მადლობითა და სიგელით. ცნობილი ქირურგი-უროლოგი. პროფესორ ალექსანდრე გზირიშვილის მეუღლე, ბიოლოგ ნათელა გზირიშვილის დედა.

Member of Organizations

  • საქართველოს უროლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1951 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1951 - შრომის ვეტერანი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"

Bibliography