| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნატალია პავლიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1981წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981-1990წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1990-1993წწ. - უფროსი მასწავლებელი; შემდგომში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება მიკროჰემოცირკულაციას, ონკოლოგიის, "მოჭყლეტვის სინდრომის" საკითხებს. ეკუთვნის "სასუნთქი სისტემის პათოფიზიოლოგიის" სასწავლო-მეთოდური მითითება. ექიმი-პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეგიონური სისხლის მიმოქცევისა და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებები ანთებად კერაში ავთვისებიანი სიმსივნური ზრდის დროს", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორგანიზმის რედოქს-სტატუსის, ერითროციტების და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებების როლი ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის პათოგენეზში და მათი კორექციის გზების ძიება", დაიცვა 2003 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

