The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარია პანოვა

მარია პანოვა
სხვა სახელი:მარია ზაალიშვილი
დაბადების თარიღი:1871  (155 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1903 წელს და უმაღლესი პედაგოგიური (ბესტუჟევის) კურსები.

ქ. სტავროპოლში გაიცნო და ცოლად გაჰყვა ცნობილ ქართველ პედაგოგს, განმამათლებელსა და საზოგადო მოღვაწეს მიხეილ ზაალიშვილს. იგი 1905-1917 წლებში იყო გორის ქალთა გიმნაზიის უფროსი, ასევე მუშაობდა ექიმადაც. 1917 წლის შემდეგ მარია პანოვა შვილებთან ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდა ქ. სტავროპოლში, შემდეგ ისევ დაბრუნდა საქართველოში. მიხეილ ზაალიშვილის მეუღლე, ნინო და ირინე ზაალიშვილების დედა.