The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე პაპიტაშვილი

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ორჯონიკიძე(ჩრდილოეთ ოსეთი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1973 წელს იყო მცხეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1973-1977წწ. მოსკოვის მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი და ასპირანტი; 1978-1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1984-1990წწ. ასისტენტი, 1990 წლიდან დოცენტი. ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სამშობიარო მოქმედების რეგულირებას, ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და ულტრაბგერით დიაგნოსტიკას. 1991 წელს რუსულ ენაზე  გამოსცა მონოგრაფია: "Ультразвуковая диагностика в акушерстве и гинекологии"(გამომცემლობა "საქართველო", 1997). მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მშობიარობის რეგულაცია და გაუტკივარება ელექტროანალგეზიის გამოყენებით", დაიცვა 1976 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის დარგში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ასოციაცია, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • უკრაინის დავიდენკოვების სახელობის პრემია