The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი პატარაია

დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1950  (76 წლის)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1977წწ. იყო კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1991წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-პათოლოგანატომი; 1991-1993წწ. თბილისის მორფოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრის მთავარი ექიმის მოადგილე; 1993 წლიდან კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის მოადგილე. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის გულ-სისხლძარღვთა და ეკოლოგიური პათოლოგიის საკითხებზე; თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის კუნთის ნახშირწყლოვანი ცვლის თავისებურებები სხვადასხვა სანარკოზო საშუალებების გამოყენებისა და ჰიპოქსიური ჰიპოქსიის პირობებში", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვლ. ჟღენტის სახელობის საქართველოს პათოლოგანატომთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია