| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
აფრასიონ პეტრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ჰოსპიტალის საფერშლო სკოლა 1890 წელს. საფერშლო სკოლის დამთავრების შემდეგ, ორი წლით სამუშაოდ ტოვებენ ჰოსპიტალში; 1893-1897წწ. მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის აჯამეთის ხე-ტყის წარმოების მომსახურეთა ფერშლად; 1897 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაოდა რაჭის მაზრის სოფელ ამბროლაურის საავადმყოფოს გამგედ; ქართული მედიცინის ისტორიაში, თავისი შინაარსიანი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე, ორი მნიშვნელოვანი ნაღვაწით დაიმკვიდრა თავისი ადგილი: პირველი, მთელი რაჭის მხარის მოსახლეობა დაიცვა ყვავილის ეპიდემიისაგან, რასაც მოჰყვა რუსეთის იმპერიაში დამკვიდრებული სპეციალური ვერცხლის მედლით მისი დაჯილდოება (1910, მედალი "ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის", ისტორიული მნიშვნელობისაა და პირველად რუსეთში მოიჭრა 1765 წელს - ეს არის უნიკალური და ერთადერთი მედალი საქართველოში), და მეორე - იგი არის მთელ რაჭის მხარეში ჯანდაცვის ორგანიზატორი - მან პირველმა აქცია ამბროლაურის 6 საწოლიანი საავადმყოფო 25 საწოლიან რაიონულ საავადმყოფოდ. ასევე, სხვა სოფლებშიც ხელი შეუწყო საავააადმყოფოების ორგანიზაციის საქმეს. ცნობილი ქართველი ფერშალი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. ამბროლაურის ახალ საავადმყოფოს მიანიჭეს მისი სახელი. გივი პეტრიაშვილის მამა.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

