| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ზაირა პირტახია-ცანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1966 წელს მუშაობდა ხობის რაიპოლიკლინიკის უბნის ექიმად; 1966 წლიდან აბაშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების ექიმ-ნეონატოლოგად და ახალშობილთა განყოფილების გამგედ; სხვადასხვა წლებში აიმაღლა კვალიფიფაცია: მიკროპედიატრიაში (1972, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი), ნეონატოლოგიაში (1981, თბილისის პერინატოლოგიისა და მეანო-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი), ახალშობილთა ფიზიოლოგია და პათოლოგიაში (1982, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი), მიკროპედიატრიაში (1983, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი); ნეონატოლოგიაში (1987, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი); მიღეული აქვს სერთიფიკატი ნეონატოლოგიაში (2001). მისი რამდენიმე ნაშრომი დაბეჭდილია სტუდენტთა სამეცნიერო კრებულში (1962, 1964), სტატიები რაიონულ გაზეთსა და რესპუბლიკურ გაზეთ "მედიცინაში". პირველი კატეგორიის ექიმი (1978), ნეონატოლოგი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

