The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იური პრუსეცკი

დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1921  (105 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი, კურორტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიროვობადი(ახლანდელი განჯა, აზერბაიჯანი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს.

1943-1947წწ. იყო სამხედრო ექიმი; 1948 წელს სტალინგრადის სანიტარული ინსტრუქტორი; 1948-1958წწ. ექიმი-ბალნეოლოგი; 1958-1961წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1960-1964წწ. წყალტუბოს სანატორიუმ "ცენტროსოიუზის" მთავარი ექიმის მოადგილე; 1964-1969წწ. მთავარი ექიმი, 1969 წლიდან კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაზე ფიზიო-ბალნეოფაქტორების ზეგავლენის პრობლემებზე. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ნაშრომების შესრულებას. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ფუნქციური დიაგნოსტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Влияние Цхалтубских ванн на газообмен животных(собак) в норме и патологии в экспериментальном неврозе", დაიცვა 1964 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კურორტოლოგთა და ფიზიოთრეაპევტრა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - სამამულო ომის II ხარისხის მედალი
  • 1945 - სამამულო ომის I ხარისხის მედალი
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი