| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ანა ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვაციხე, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს (პირველი გამოშვება). 1957-1973წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას. აღზარდა ქართველ თერაპევტთა მრავალი თაობა. იკვლევდა ბორჯომის მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებს, ქართულ კერძებში გამოყენებულ გემოს მიმცემ ნივთიერებებს და ქართული ღვინოების მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლზე, სანაღვლე გზებზე და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. საქართველოში პირველმა აღწერა ფასციოლოზის შემთხვევა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართველი მეცნიერი-თერაპევტი და პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1956). ლიტერატურის კრიტიკოსის ბესარიონ ჟღენტის და. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

